საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესსეების კონკურსში „თავისუფლებიდან დამოუკიდებლობისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა და მათ სიგელები და საჩუქრები გადასცა.
კონკურსში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
ჟიურიმ სულ 93 ესსე წაიკითხა, საიდანაც 26 საუკეთესო შეირჩა. 26 მაისთან დაკავშირებით ისინი კრებულის სახით გამოიცა. ჟიურიმ აქცენტი საუკეთესო ანალიზზე, გამოწვევების ხედვაზე, აკადემიურ სტილსა და თემასთან შესაბამისობაზე გააკეთა.
ესსეების კონკურსი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა.