პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული შეიწყალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.