პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრობის კანდიდატები დასამტკიცებლად წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატები დასამტკიცებლად წარუდგინა.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარდგენილია თორნიკე რიჟვაძე, განათლების, მეცნიერების, კლუტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯეშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე.