პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულება რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ, სამწუხაროა, თუ სხდომა დღეს არ ჩატარდება
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულება რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ, სამწუხაროა, თუ სხდომა დღეს არ ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გამოსცა განკარგულება რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ, რითაც სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, თუ ეს სხდომა დღეს არ ჩატარდება.

„როგორც ცნობილია, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტარებისგან შემოვიდა განცხადება რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 41 დეპუტატი აწერდა ხელს. პრეზიდენტმა თავისი საკონსტიტუციო უფლებამოსილებიდან გამომდინარე, განკარგულება გამოსცა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ. ამით დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ სხდომა უნდა ჩატარებულიყო. სამწუხაროა, თუ ეს სხდომა დღეს არ ჩატარდება“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.