პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ, თავის სათქმელს თავად იტყვის
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ, თავის სათქმელს თავად იტყვის

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად კომენტარს ვერ გააკეთებს საკითხზე, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავის სათქმელს თავად იტყვის.

ამასთან, როგორც გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა თავისი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა.

„ამ საკითხზე პრეზიდენტის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ. პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. პრეზიდენტმა თავისი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა და მის ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემთ. პრეზიდენტი თავის სათქმელს თავად იტყვის“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.