პრეზიდენტის პრესსპიკერი - შეწყალების კომისია სრულიად ახალ კონცეფციაზე იქნება დაფუძნებული
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს კონსულტაციები და შეიქმნება სრულიად ახალ კონცეფციაზე დაფუძნებული შეწყალების კომისია, რომელიც აუცილებლად იქნება მაღალქმედითუნარიანი,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისივე განცხადებით, როგორ დაკომპლექტდება კომისია, კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.
„ახლა მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა, რომელსაც დაეფუძნება შეწყალების კომისიის ახალი მოდელი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ კანდიდატებზე”,- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.