პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
მოკლული დავით ოთხმეზურის მამა გიორგი ოთხმეზური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
გიორგი ოთხმეზური საქართველოს გენერალური პროკურატურაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულების – რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძისა და სხვა პირთა შეწყალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.
გიორგი ოთხმეზურმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აპირებს გამომძიებლებს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველანაირი ინფორმაცია.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე დღეს უკვე გამოიკითხა თამაზ ქოიავა, რომლის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულიც ასევე პრეზიდენტმა შეიწყალა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.