პრეზიდენტის გამოსვლისა და მთავრობის დამტკიცების გამო 5-8 თებერვალს პარლამენტის სასახლეში ვიზიტორების შესვლა შეიზღუდება
პრეზიდენტის გამოსვლისა და მთავრობის დამტკიცების გამო 5-8 თებერვალს პარლამენტის სასახლეში ვიზიტორების შესვლა შეიზღუდება

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებით ზომებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებსა და პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.