საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფონდის პრეზენტაცია 17 სექტემბერს იგეგმება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ საქველმოქმედო ფონდში ამ დროისთვის აკუმულირებულია მისი ხელფასი, 35 880 ლარის ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის დარიცხული ხელფასი 5520 ლარს შეადგენს.
„17 სექტემბერს იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის ფონდის პრეზენტაცია. ამავე დღეს დაგეგმილია საქართველოში ბავშთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის წარდგინება და სწორედ ეს იქნება პირველი პროექტი, რომლისთვისაც ფონდი დაიწყებს ფინანსური შემოწირულობების მოზიდვას“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
უწყების განმარტებით, შესაბამისად, აქამდე ფონდში პრეზიდენტის ხელფასის გარდა, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ თანხები არ ჩარიცხულა.