უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი - იერიშები მიმდინარეობს ექვსი ქალაქის მიმართულებით, თუმცა ხდება მოწინააღმდეგის შეკავება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი - იერიშები მიმდინარეობს ექვსი ქალაქის მიმართულებით, თუმცა ხდება მოწინააღმდეგის შეკავება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, იერიშები მიმდინარეობს კიევის, სუმის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, თუმცა თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში მოწინააღმდეგის შეკავება ხდება.

მისივე თქმით, რუსულ მხარეს როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის დიდი დანაკარგები აქვს.

ამასთან, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ოკუპანტების მიერ ქალაქ იზიუმის დაკავების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. ქალაქთან ახლა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.