პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს ხვდება.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
მშობლები აცხადებენ, რომ შეხვედრის მოთხოვნის თაობაზე პრეზიდენტისთვის წერილი წელიწად-ნახევრის წინ ჰქონდათ გაგზავნილი, დღეს კი კვლავ მიმართეს სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თაობაზე, რის შემდეგაც მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.
მშობლების განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, იშუამდგომლოს ხელისუფლებასთან.