პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალებული ხუთი მსჯავრდებულიდან სამი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს, ორი კი პირობით მსჯავრდებულია
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალებული ხუთი მსჯავრდებულიდან სამი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს, ორი კი პირობით მსჯავრდებულია

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ხუთი მსჯავრდებულიდან ორი ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეწყალებული მსჯავრდებულებიდან სამი, მათ შორის ერთი ქალი, სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ორ მსჯავრდებულს პირობითი სასჯელი აქვს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიან სასჯელს, ციხეს დღესვე დატოვებენ.

„საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 06 იანვარს შეიწყალა ხუთი მსჯავრდებული, საიდანაც ორი არის ქალბატონი. ხუთი მსჯავრდებულიდან სამი მსჯავრდებული სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელთაგანაც ერთი არის ქალბატონი, სამივე მსჯავრდებული სასჯელაღსრულებას დღესვე დატოვებს, რაც შეეხება ორ მსჯავრდებულს, მათ აქვთ პირობითი სასჯელი, რომლიდანაც ერთი ქალბატონია” ,- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რა სახის დანაშაულისთვის შეიწყალა  მსჯავრდებული პირები სალომე ზურაბიშვილმა.