პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
ამის შესახებ პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის მიმდინარეობს კონსულტაციები და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.