ლაშა ჟვანია - სალომე ზურაბიშვილი ჩემთან დაკავშირებით გააკეთებს თავად განცხადებას
ლაშა ჟვანია - სალომე ზურაბიშვილი ჩემთან დაკავშირებით გააკეთებს თავად განცხადებას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სავარაუდოდ, პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია იქნება.

ლაშა ჟვანიამ პირველ არხს დაუდასტურა, რომ აღნიშნული შესახებ წინადადება არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისგან მიიღო.

როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში არჩეული პრეზიდენტი განცხადებას თავად გააკეთებს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს წინადადება მიღებული არის არჩეული პრეზიდენტისგან და დანარჩენი დაველოდოთ პრეზიდენტის განცხადებას ამასთან დაკავშირებით. განცხადება უახლოეს ხანებში გაკეთდება“, – განუცხადა ლაშა ჟვანიამ პირველ არხს.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში იქნება.