პრეზიდენტის ადმინისტრაცია უერთდება გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათი“
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უერთდება გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათი“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უერთდება გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათი“. აქციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლის განათება გამოირთო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელექტროენერგიის მოხმარებაზე უარის თქმით შეუერთდა ყოველწლიურ კამპანიას, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიას არ იყენებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.