პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის ვიდეომასალას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.