პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს
პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს, – ამის შესახებ ინფორაცია საქართველს პირველ არხს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მათივე განმარტებით, შეწყალება უშუალოდ ახალი წლის წინ არ იგეგმება და პატიმართა ნაწილის გათავისუფლება, მხოლოდ შობის დღესასწაულისთვის მოხდება.
იქნება თუ არა ამ სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე, ამ დროისთვის უცნობია.
წმინდა სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.