პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
მოლაპარაკებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.
ოპოზიციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სალომე სამადაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, აკაკი მინაშვილი, შალვა ნათელაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ალეკო ელისაშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.