პრეზიდენტის ადმინისტრაცია გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანია „დედამიწის საათს“ შეუერთდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანიას – „დედამიწის საათი“, რომლის ფარგლებშიც ორბელიანების სასახლის განათება დღეს ერთი საათით გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დედამიწის საათი“ ყოველწლიურად მარტის ბოლო შაბათს აღინიშნება. ამ დღეს ასობით ქვეყანაში მთავარ ღირსშესანიშნაობებზე, მილიონობით სახლსა თუ ოფისში სინათლე ქრება.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მისი პარტნიორების სიმბოლური კამპანია ბუნების დაცვის მნიშვნელობას შეგვახსენებს.