პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სიასა და ბიოგრაფიებს აქვეყნებს.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: რევაზ ეგაძე; გიორგი კალანდარიშვილი; გიორგი შაიშმელაშვილი; ნანული ბებია; თამარ ალფაიძე.
რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს, ესენი არიან: ქრისტინე ქაჯაია; სიმონ პარუნაშვილი; ლევან ისაკაძე; თამაზ ფოლადაშვილი; მაია ზარიძე; გია ცაცაშვილი; რუსუდან ქურდიანი.
„ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია მათ ბიოგრაფიებთან ერთად გამოქვეყნდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად“, – აცახდებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
აღნიშნული სიიდან საკონკურსო კომისიამ პარლამენტისთვის წარსადგენად უნდა შეარჩიოს შესაბამისი კანდიდატები და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს. თავის მხრივ, პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.
ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი 13 ივლისს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს საბუთების წარდგენა 26 ივლისის ჩათვლით შეეძლოთ. ცესკო-ს თავმჯდომარესა და ორი წევრს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის აგვისტოში ეწურებათ.