პრეზიდენტ მილოშ ზემანზე თავდასხმის გამო Femen-ის აქტივისტს ჩეხეთიდან აძევებენ
ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანზე თავდასხმის ფაქტზე, Femen-ის აქტივისტს სასამართლომ 3 თვით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე მას ქვეყნიდან აძევებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რადიო სვობოდა“ ავრცელებს.
ინციდენტი 12 იანვარს საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც Femen-ის აქტივისტი, უკრაინის მოქალაქე ანჟელინა დიაში თავს დაესხა ჩეხეთის პრეზიდენტს და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
Femen-ის აქტივისტს, ჩეხეთის საზღვრის გადაკვეთა ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება.
ის წაყენებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა პრაღის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აპროტესტებს.