პრეზერვატივის მწარმოებელი ქართული კომპანია „აიისა“ სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა
პრეზერვატივის მწარმოებელი ქართული კომპანია „აიისა“ სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ქართული კომპანია „აიისა“ 500 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ საქმეზე – „თბილისის მერია „აიისას“ წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივისა და თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მერია მიიჩნევდა, რომ პრეზერვატივაიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაციები არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.

მერია პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმების გარდა, მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის აკრძალვას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მერიის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც “აიისას” დამფუძნებელმა ანა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს.