პრევენციის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა რამდენიმე ღონისძიება გააუქმა
პრევენციის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა რამდენიმე ღონისძიება გააუქმა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა რამდენიმე ღონისძიება გააუქმა. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მოგვიწია კომიტეტის რამდენიმე ღონისძიების გაუქმება. მათ შორისაა, ღონისძიება მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად ბავშვის კოდექსთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ პროცესის ონლაინ-სივრცეში გადატანაზე, რომ თვითმმართველობებში კოდექსის განხორციელება არ შეფერხდეს. აქვე, არ შემიძლია არ გამოვხატო განსაკუთრებული მადლიერება იმ მედპერსონალის მიმართ, რომლებიც 24/7-ზე უშუალოდ მუშაობენ კორონავირუსის წინააღმდეგ. კარგი იქნება, თუ ბიზნესი აიღებს თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და ამ მედპერსონალს მატერიალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს, რადგან მათ სახლებში ელოდებიან შვილები, მოხუცი მშობლები. ისინი ვერ ახერხებენ ოჯახში საჭირო დროით ყოფნას და უწევთ დამატებითი მატერიალური რესურსის მობილიზება. ამით კომპანიები შეუერთდებიან მსოფლიოს მსხვილი ბიზნესის წამოწყებას“, – წერს სოფო კილაძე.