პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში ფოტოგამოფენა მოეწყო
12:20, 03.05.2019
პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში ფოტოგამოფენა მოეწყო.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალისტების ის ფოტოები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მათ საქმიანობას ასახავს.
ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების დღე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა მაგდა ანიკაშვილმა მიულოცეს.