პრემიერლიგის მე-16 ტური სენსაციით დაიწყო
პრემიერლიგის მე-16 ტური სენსაციით დაიწყო

პრემიერლიგის მე-16 ტური ლონდონური დერბით დაიწყო, რომელშიც სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. “ვესტ ჰემმა“, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში 30 სექტემბრის შემდეგ მოგება არ ჰქონდა, საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი “ჩელსი” – 1:0.

ერთადერთი გოლი მეექვსე წუთზე მარკო არნაუტოვიჩმა გაიტანა, რის შემდეგაც, “ვესტ ჰემმა” დარჩენილი დრო ანგარიშის შენარჩუნებას მოანდომა და ეს კარგად გამოუვიდა – “ჩელსიმ” ​შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ანტონიო კონტეს გუნდს 71-პროცენტიანი ბურთის ფლობა ჰქონდა, მაგრამ კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა.

დევიდ მოიესმა პირველი გამარჯვება “ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელის რანგში მოიპოვა და ახლა მისი გუნდი 13 ქულით მე-18 ადგილზეა. “ჩელსი” მესამე პოზიციაზე იმყოფება 32 ქულით.