პრემიერის წლიური ანგარიშის თანახმად, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ტენდენცია შენარჩუნდა
პრემიერის წლიური ანგარიშის თანახმად, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ტენდენცია შენარჩუნდა

2019 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ექსპორტი 12,8 პროცენტით (826 მილიონი დოლარი) გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 4,7 პროცენტით (1, 981 მლნ დოლარი) შემცირდა – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პირველ წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის ტემპის შესაბამისად, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ტენდენცია შენარჩუნდა.

„უარყოფითი სალდოს წილი ბრუნვაში 6,8 პროცენტით შემცირდა და 41,1 პროცენტი შეადგინა, ხოლო ექსპორტის წილი ბრუნვაში 3,4 პროცენტით გაიზარდა და 29,4 პროცენტით განისაზღვრა“, – აღნიშნულია მოხსენებაში.