პრემიერის მრჩეველმა ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე პრემიერის მრჩეველმა დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციასა და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის საკითხებზე ისაუბრა. ნიკო თათულაშვილმა ყურადღება დაუთმო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ბოლო წლებში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებს, მიღწევებსა და გამოწვევებს.
კომიტეტის სხდომის ფარგლებში, ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს სექტორული ინტეგრაციის პროცესზე.