პრემიერის განცხადებით, იმ სამედიცინო პერსონალზე, რომელიც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში განსაკუთრებითაა ჩართული, გარკვეული ფინანსური დახმარება გაიცემა
სამედიცინო პერსონალს, რომელიც განსაკუთრებითაა ჩართული „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ფინანსური დახმარების და წახალისების რაღაც ელემენტები სჭირდება, ეს აუცილებლად იქნება განხორცილებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ასევე, პრემიერის თქმით, საკითხის შესახებ მინისტრთან საუბარი უკვე შედგა.