პრემიერის ანგარიშის თანახმად, მთავრობის ვალის პორტფელი საშუალოვადიან პერიოდში ხელსაყრელ ფინანსურ პარამეტრებს ინარჩუნებს
2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალმა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით 42,2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, საგარეო ვალმა 34,2 პროცენტი, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის პორტფელი მთლიანი მთავრობის ვალის – 81 პროცენტს შეადგენს.
„ამ რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორი/პარტნიორებისგან პრიორიტეტული პროექტების/პროგრამების დაფინანსებისთვის. მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის შედეგებით, მთავრობის ვალის პორტფელი საშუალოვადიან პერიოდში ხელსაყრელ ფინანსურ პარამეტრებს ინარჩუნებს“, – ნათქვამია პრემიერის მოხსენებაში.