პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს მოუსმენენ
პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს მოუსმენენ

30 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„დაანონსებული არის და ბიურომაც მიიღო ამაზე გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე კვირას იქნება პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში. პარასკევს, 30 ივნისს. მანამდე გვექნება კანონპროექტები, მათ შორის დაჩქარებული წესით განსახილველი და რამდენიმე ანგარიში მოსასმენი“, – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე პაპუაშვილმა.