პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებისას მიიღეს.

„ბატონი ირაკლი წარმოადგენს პრეზენტაციას. ბევრი დრო არ გვაქვს და ვთხოვთ, რაც შეიძლება მოკლედ წარმოადგინოს. შემდეგ ჩვენ ორ-ორი წუთი ავიღოთ, რათა კითხვები დავსვათ. მგონია, რომ ზედმეტი შეკითხვები არაბუნებრივიც იქნება ჩვენი მხრიდან. წინ გვაქვს ვრცელი დღე, დიდი დღე, სადაც ასევე მოგვეცემა ჩვენი პოზიციების გამოთქმის, ისევე როგორც კითხვების დასმის საშუალება. ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, მისი სპეციფიკიდან, თავისებურებიდან გამომდინარე, გთავაზობთ, შეხვედრა იყოს დახურული და ვუყაროთ ამას კენჭი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.