პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე მოხსენება პირველ ივნისამდე წერილობითი ფორმით უნდა წარუდგინოს
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მოხსენება პირველ ივნისამდე წერილობითი ფორმით უნდა წარუდგინოს. აღნიშნული ვალდებულება რეგლამენტით არსებობს.
პროცედურის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, პარლამენტის წინაშე მოხსენებით ივნისის ბოლომდე წარდგეს, თუმცა ზუსტ დროს პარლამენტის ბიურო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს.
რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ მოხსენების განხილვა პოლიტიკური დებატების ფორმატში გაგრძელდება.
გასულ წელს ირაკლი ღარიბაშვილის წლიური მოხსენება პარლამენტმა 25 ივნისს განიხილა.