პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში, მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში „მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის“ სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო მცირე ზომის საგამოფენო სივრცე. მოწესრიგდა მიმდებარე გზის სავალი ნაწილი და სადრენაჟე სისტემა, მოეწყო პარკინგი, დეკორატიული განათებები, მოპირკეთდა კედლები, დამონტაჟდა სკამები.
პროექტი 2020-2022 წლების რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.