პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დიდ ქალაქებში სწავლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კერძო სკოლებსაც ეხება
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დიდ ქალაქებში სწავლის დისტანციურად დაწყებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კერძო სკოლებსაც ეხება.
ჟურნალისტების კითხვაზე, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 15 სექტემბერს სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში დაწყების გადაწყვეტილება ეხება თუ არა კერძო სკოლებსაც, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ეს ეხება ყველას.
„ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს, რომელზეც ბავშვები დადიან და, რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით, შესაბამის პროტოკოლს ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები გააკეთებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი