პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 250-მდე მეხანძრე-მაშველი და სამი ვერტმფრენი.