პრემიერ-მინისტრი სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
საშობაო წირვას ასევე დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.