საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ახალ სასტუმროს „ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნის, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.
სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.
ამასთან, „ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.
პროექტი KTW-ჯგუფს („კახური ტრადიციული მეღვინეობა“) ეკუთვნის და მისი საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია.