პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ბრიფინგს გამართავს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში  17:00 საათზე არის დაგეგმილი.

პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ასევე, საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომა გაიმართა.