პრაღაში მთავრობისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, პეტრ პაველის საწინააღმდეგო აქცია იმართება. ჩეხური მედიის ცნობით, დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ვაცლავის მოედანზე არიან შეკრებილები. მიტინგის ორგანიზატორია მოძრაობის „ჩეხეთი უპირველეს ყოვლისა“ ლიდერი ლადისლავ ვრაბელი, რომლის ორგანიზებითაც მანამდე არაერთი დემონსტრაცია გაიმართა. ვრაბელმა თავის გამოსვლაში ნატო-სა და ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა.
მოედანზე შეკრებილებმა ჩეხეთის მთავრობისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ნატო-ს ყოფილი გენერლის, პეტრ პაველის პოლიტიკა გააპროტესტეს. ბევრ დემონსტრანტს ხელში უჭირავს ეროვნული დროშები, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მხარდაჭერი პლაკატები.
პოლიციის შეფასებით, აქციაზე ასობით ადამიანია შეკრებილი.