პრაღაში ათასობით ადამიანმა მთავრობის პროდასავლური პოლიტიკა გააპროტესტა
პრაღაში ათასობით ადამიანი მთავრობის პროდასავლური პოლიტიკის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ჩეხეთის დედაქალაქში ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა პრორუსული ოპოზიციური პარტიის ათასობით მხარდამჭერმა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და უკრაინის სამხედრო დახმარება გააკრიტიკა.
საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო არასაპარლამენტო მოძრაობა PRO-ს მიერ, რომელიც არის ნაციონალისტური, პრორუსული და ანტიდასავლური ხაზის მიმდევარი.
საინფორმაციო სააგენტო CTK-ს მონაცემებით, დემონსტრაციაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რაც ერთი წლის წინ გამართულ ანალოგიურ აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე ბევრად ნაკლებია.
როგორც სიტყვით გამოსვლისას აქციის ორგანიზატორი პარტიის ლიდერმა, ინდრიხ რაიხლმა განაცხადა, ჩეხეთმა ვეტო უნდა დაადოს უკრაინაში ნატო-ს გაწევრიანების ნებისმიერ მცდელობას. ამასთან მან დადებითად შეაფასა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ნაციონალისტური პოლიტიკა. რაიხლი ასევე გამოვიდა ბრიუსელის საპირწონედ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ალიანსის შექმნის ინიციატივით.