გერმანიის ქალაქ პოტსდამში უპილოტო ტრამვაის ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung წერს.
უპილოტო სატრანსპორტო საშუალება კომპანია Siemens-მა და ადგილობრვმა სატრანსპორტო ოპერატორმა VIP-მა წარადგინეს.
გამოცდის დროს, უპილოტო ტრამვაიმ წარმატებით გაიარა გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი. იმ შემთხვევისთვის, თუ კომპიუტერული სისტემა მწყობრიდან გამოვიდოდა, უსაფრთხოების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაში მძღოლი იმყოფებოდა.
როგორც გერმანული მედია წერს, იმისთვის, რომ უპილოტო ტრამვაი პოტსდამის ქუჩებში მგზავრების გადასაყვანად გაუშვან, საჭიროა ბორტკომპიუტერის მოქმედებები საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან, მაგალითად, ავტომობილებთან შეათანხმონ.