პორტუგალიის ქალაქ პორტუში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა იმართება. მოლაპარაკებების მთავარი თემა ევროპის მომავალია. ლიდერები განიხილავენ პანდემიის შემდეგ ეკონომიკური განახლების საკითხსა და ვაქცინაციის პროცესს.
შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ევროკავშირი-ინდოეთის ვირტუალური სამიტის გამართვა. ევროპელი ლიდერები ონლაინფორმატში ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ.
როგორც ევროკავშირში აცხადებენ, პორტუგალიაში შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებზეც.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო, პორტუში ევროკავშირის ყველა ქვეყნის ლიდერი არ ჩავიდა. ასე მოიქცა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. ის მსჯელობაში ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას.