პორტუგალიის პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო
პორტუგალიის პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო

პორტუგალიის პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტს დაითხოვს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პორტუგალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მარსელო რებელო დე სოუზას საკონსულტაციო ორგანომ, სახელმწიფო საბჭომ ოთხშაბათს დაამტკიცა პრეზიდენტის წინადადება პარლამენტის დათხოვნის შესახებ.

ადმინისტრაციის განმარტებით, პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანომ გასულ კვირას 2022 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი არ დაამტკიცა.

ადმინისტრაციის განცხადებაში არ არის აღნიშნული, თუ როდის გაიმართება ვადამდელი არჩევნები.