პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ვერ ხედავს პრობლემას, რომ მინისტრთა კაბინეტში ცოლ-ქმარი და მამა-შვილი მუშაობენ
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ვერ ხედავს პრობლემას, რომ მინისტრთა კაბინეტში ცოლ-ქმარი და მამა-შვილი მუშაობენ

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ მის მინისტრთა კაბინეტში ცოლ-ქმარი და მამა-შვილი მუშაობენ. ანტონიუ კოშტას თქმით, მაღალჩინოსნების ნათესავები მთავრობაში მხოლოდ დამსახურების მიხედვით დასაქმდნენ.

როგორც სააგენტო „ასოშიეტიდ პრესი“ წერს, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ, ანტონიუ კოშტას სოციალისტურ მთავრობა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტში ოჯახის წევრების მუშაობის გარდა, სოციალისტური პარტიის წევრი მაღალჩინოსნების ნათესავები ასევ დასაქმებულები არიან სამთავრობო პოზიციებზე. ოპონენტები აცხადებენ, რომ სახეზეა ნეპოტიზმი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მის მთავრობაში თანამდებობაზე არავინ დანიშნულა ნათესაური კავშირებით. ამას გარდა, კოშტა კრიტიკას ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირებს.