პორტუგალიის მთავრობა მომავალი წლიდან მინიმალური ყოველთვიური შემოსავლის ექვსი პროცენტით გაზრდას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან პორტუგალიაში მინიმალური ხელფასი 635 ევრო იქნება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მიუხედავად ამ ინიციატივისა, დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მინიმალური ხელფასი პორტუგალიაში მაინც ყველაზე დაბალი იქნება.
მაგალითად, მეზობელ ესპანეთში მინიმალური ხელფასი 1500 ევროა.
პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა, რომელმაც პრემიერის თანამდებობა მეორე ვადით გასულ თვეს დაიკავა, მოსახლეობას პირდება, რომ 2023 წლისთვის მინიმალური შემოსავალი 750 ევრო გახდება.
2015-დან 2019 წლამდე პორტუგალიაში მინიმალური ხელფასი 14 პროცენტით, 505 ვროდან 600-მდე გაიზარდა.