პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე ტურისტული ავტობუსი გზიდან გადავარდა, დაღუპულია 28 ადამიანი
პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე ტურისტული ავტობუსი გზიდან გადავარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 28 ადამიანი. გერმანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთაგან ცხრა გერმანიის მოქალაქეა.
ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა და ტრასასთნ ახლოს მდებარე შენობას შეეჯახა. არიან დაშავებულებიც.