პორტუგალიის გრან პრიზე დღეს თენგო ზირაქაშვილი და საბა კაპანაძე იასპარეზებენ #1TVSPORT
პორტუგალიის გრან პრიზე დღეს თენგო ზირაქაშვილი და საბა კაპანაძე იასპარეზებენ #1TVSPORT

პორტუგალიის ქალაქ ალმადაში დღეს სტარტს აიღებს გრან პრი ძიუდოში. სეზონის პირველ ტურნირზე საქართველოს ნაკრების 14 წევრი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, კოვიდ-შემთხვევების გამო, მონაწილეთა რაოდენობა რვამდე შემცირდა. დღეს გრან პრიზე მედლები 60 კგ და 66კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.

66-ში თენგო ზირაქაშვილი უნგრელ ბოტონდ შერედასს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, მერვედფინალში პირველი განთესვის მქონე სამხრეთკორეელ ბაულ ანს შეხვდება. ამავე წონაში საბა კაპანაძე ანგოლელ ედმილსონ პედროს დაუპირისპირდება. პორტუგალიის შეჯიბრზე 60კგ-ში მონაწილე არ გვყავს.

ალმადას გრან პრიზე საქართველოს მსგავსად, სხვა ქვეყნებიც გადახალისებული შემადგენლობებით ჩავიდნენ, მაგრამ პორტუგალიაში რამდენიმე გამოცდილ და ტიტულოვან ძიუდოისტსაც ვიხილავთ.

პორტუგალიური ტურნირი დღეს დაიწყება და ზეგ, 30 იანვარს დასრულდება. ფინალური ბლოკი სამივე დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.