ძიუდო | ზირაქაშვილი ლინცის გრანპრიზე მერვედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | ზირაქაშვილი ლინცის გრანპრიზე მერვედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე საქართველოს ნაკრებიდან დღეს ორი სპორტსმენი იასპარეზებს.

თენგო ზირაქაშვილმა (66 კგ) შეჯიბრზე მეორე შეხვედრა იტალიელ დე ტულიოს მოუგო და მერვედფინალში წონის პირველ ნომერს, ესპანელ გაიტერო მარტინს დაუპირისპირდება. ირაკლი კუპატაძე (60 კგ) პირველ ორთაბრძოლას უნგრელ ანდრასისთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ლინცის გრანპრიზე საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა მიიღო მონაწილეობა – შეჯიბრებაზე დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.