ძიუდო | საქართველოს ნაკრები ანტალიის გრანდ სლემის პირველ დღეს უმედლოდ დარჩა #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს ნაკრები ანტალიის გრანდ სლემის პირველ დღეს უმედლოდ დარჩა #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. ტურნირზე საქართველოს ნაკრები ცხრა სპორტსმენით (შვიდი კაცი, ორი ქალი) ასპარეზობს.

პირველ საშეჯიბრო დღეს 66 კგ წონით კატეგორიაში გამომსვლელმა ახალგაზრდა თენგო ზირაქაშვილმა პირველი გამარჯვების შემდეგ, მეორე ორთაბრძოლა გამოცდილ ფრანგ სპორტსმენთან, ვალიდე ხიართან დათმო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

66კგ – თენგო ზირაქაშვილი

81კგ – ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე

​90კგ – ბაქარ ერაშვილი, ლუკა ბაბუციძე

100კგ – მიხეილ ჯაფარიძე

+100კგ – ირაკლი დემეტრაშვილი

70კგ – ნინო გულბანი

+78კგ – სოფიო სომხიშვილი

2023 წელს ანტალიის გარნდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა შვიდკაციანი შემადგენლობით იასპარეზა, თუმცა ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.