პორტუგალიაში შრომის მინიმალური ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით აქციები გაიმართა
პორტუგალიის ქალაქებში ათასობით ადამიანი შრომის მინიმალური ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით ქუჩაში გავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დემონსტრაცია პორტუგალიის უმსხვილესი პროფკავშირის, CESP-ის მიერ იყო ორგანიზებული. მოქმედი შეზღუდვების გათვალისწინებით, აქციის მონაწილეებს პირბადეები ეკეთათ და დაცული იყო სოციალური დისტანცია.
აქციის მონაწილეები მინიმალური ხელფასის 850 ევრომდე გაზრდას ითხოვდნენ. ამჟამად პორტუგალიაში შრომის მინიმალური ანაზღაურება 635 ევროს შეადგენს, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია.